აბრეშუმის ახალი გზა და მისი თანმდევი პრობლემები მსოფლიო ეკონომიკაში




დღეს, როცა აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია, ქვეყნების ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს ექსპორტ-იმპორტი, საკმაოდ დიდ მნიშვნელობას იძენს ინფრასტრუქტურით გამართული სავაჭრო გზები, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს მსოფლიო ბაზრის გლობალიზაციის პროცესს. 2013 წლის 7 სექტემბერს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ყაზახეთში ვიზიტისას პირველად გააჟღერა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის (Silk Road Economic Belt) კონცეფცია, იგივე, BRI, ანუსარტყელისა და გზის ნიციატივა“, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის ცენტრალური და დასავლეთი რეგიონების სახმელეთო ტრანსპორტით დაკავშირებას ცენტრალურ აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და ევროპის ქვეყნებთან. აღნიშნული პროექტით ჩინეთის დაინტერესება განპირობებულია არამარტო ეკონომიკური სარგებლის მიღებით, არამედ აღნიშნულ რეგიონებში პოლიტიკური გავლენის ზრდის მცდელობით. აღსანიშნავია, ასევე, ე.წ. „ვალების პოლიტიკა“, რომელსაც ჩინეთის მთავრობა ახორციელებს ინიციატივის წევრ განვითარებად და რიგ შემთხვევებში განვითარებულ ქვეყნებში საკუთარი გავლენის გასაზრდელად. უნდა აღინიშნოს შრი-ლანკის მაგალითი, როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩინეთმა შრი-ლანკისთვის გაცემული ვალის სანაცვლოდ 99 წლიანი იჯარით დაიკავა BRI-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პორტი.  თუმცა გასათვალისწინებელია წევრი ქვეყნების ბენეფიტები ზემოაღნიშნული ინიციატივიდან, იგულისხმება, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ეკონომიკური, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ქვეყნების ეკონომიკაში საექსპორტო წარმოების როლის ზრდას.


1. ეკონომიკის კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩინური ტრანს ნაციონალური კორპორაციების, ადგილობრივ ეკონომიკაში დომინირების შედეგად, გამოწვეულ რისკებს რომლებიც განპირობებულია ადგილობრივ ბაზარზე ჩინურ კომპანიათა მონოპოლიებით რამაც შესაძლოა გამოიწვის ეროვნული წარმოების დაზარალება
                        რეკომენდაციას უწევს რიგ ქვეყნებს მოახდინონ ეროვნული წარმოების წახალისება, სუბსიდირება ასევე მოუწოდებს მათ, გლოსალიზაციისკენ რაც, გამოიწვევს ეროვნული წარმოების როლის ზრდას ქვეყნის ეკონომიკაში.
                        აუცილებლად მივიჩნევთ პროექტ "ბი არ აის" წევრმა ქვეყნებმა გაატარონ პროტექციონისტული პოლიტიკა ჩინური ტრანსნაციონალური კომპანიების მიმართ რათა თავიდან აიცილონ მათი ჰეგემონია ადგილობრივ ბაზარზე.

            2. აცნობიერებს რა, რომ "ბი ერ აი" გამოიწვევს შავი ბაზრის როლის ზრდას რომელიც გაზრდის საქონლის არალეგალურ ექსპორტსა თუ იმპორტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ეკონომიკური ზარალი, შორ პერიოდში კი ადგილობრივი ეკონომიკის კოლაფსიც კი.
                        მოვუწოდებთ ინიციატორ ქვეყნებს მიანიჭონ სატრანზიტო ქვეყნებს დაშტამპვის უფლება რაც შეასუსტებს შავი ბაზრის როლის ზრდას აღნიშნულ ქვეყნებში.
                        ვურჩევთ პროექტის წევრ ქვეყნებს შავ ბაზართან არაეფექტურად ბრძოლის შემთხვევაში გადახედონ მათ სარეგულაციო პოლიტიკას და გაიზიარონ ამ მხრივ გამოცდილი ქვეყნების მიდგომები;
                       
                        Ø მივმართავთ თხოვნით უშიშროების საბჭოს, განიხილოს ზემოხსენებული პრობლემა და  შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში მოახდინოს რეკომენდაციების გაცემა საზღვრების კონტროლთან დაკავშირებით

Комментариев нет:

Отправить комментарий