განათლების კომიტეტის რეზოლუცია



„ცოდნა არის სოციალური ცვლილებების ძრავა“ - ამბობდა ნიკო სტერი. განათლება მრავლის მომცემი ცნებაა, ის არის პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ემსახურება ადამიანის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და მორალურ უნარჩვევების განვითარებას. ასევე ადამიანის სოციალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ყველას აქვს უფლება მიიღოს განათლება თანაბარ გარემოში. განვითარებული სახელმწიფო ვერ იარსებებს განათლებული საზოგადოების გარეშე. ის ნათელი მომავლის საწინდარია. განათლება პროცესია, რომლის მეშვეობითაც საზოგაოება თაობიდან თაობას გადასცემს თავის კულტურულ მემკვიდრეობას, დაგროვილ ცოდნასა და უნარჩვევებს. განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვისტიაცია. ცოდნა და განათლება იყო არის და იქნება ყველაზე მყარი კაპიტალი, რომელიც მის მფლობელს უშვეტდ შეუძლია გამოიყენოს არამარტო საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების უზრუნველყოფისთვის. დღესდღეობით განათლების პრობლემა მრავალ გაეროს წევრ სახელმწიფოს აწუხებს, სწრორედ ამიტომ გაეროს განათლების კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი რეზოლუცია ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
1. აღსანიშნავია რა, წევრ სახელმწიფოებში განათლებისათვის დაბალ ბიუჯეტურობა, რაც იწვევს მთელ რიგ პრობლემებს როგორიცაა
·         მასწავლებლების დაბალი ანაზღაურებები
·         არასრულფასოვანი ინფრასტრუქტურა
მოუწედებს სახელმწიფოებს მოახდინონ განათლების ბიუჯეტის მაქსიმალიზაცია და თანხების არარსებობის შემთხვევაში მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებს.
2. შეშფოთებულია რა, რიგ ქვეყნებში პედაგოგთა არაკვალიფიციურობითა და პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევით რაც გამოიხატება შემდეგშ
·         სტერეოტიპებითა და დისკრიმონაციული დამოკიდებულებებით
·         არაობიექტური შეფასების სისტემით
·         უფლებამოსილების გადამეტებული გამოყენებით
·         საკუთარი ღირებულებებისა და ფასეულობების პროპაგანდით
·         რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციით
·         სახელმწიფო საგანმანათებლო დაწესებულებებში არასრულფასოვანი განათლების დონით
საჭიროდ მივიჩნევთ რიგ სახელმწიფოებში პედაგოგთა პროფესიონალური გადამზადების ცენტრებმა აქტიურად იმუშაონ კვალიფიკაციის ,პედაგოკიკისა და ცოდნის დონის ამაღლების საკითხში. მსგავსი ტიპის ცენტრების არ არსებობის შემთხვევაში თავად საგანმანათებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ ტრენინგები და გააცნონ მასწავლებლებს საკუთრი უფლება-მოვალეობები, რათა მოხდს პრობლემის დეესკალაცია.
3. შესამჩნევია რა, არარელევანტური ინფრასტუქტურული გარემო რიგ საგანმანათებლო დაწესებულებებში, რაც გამოიხატება შემდეგში:
·         მოუწესრიგებელი ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები
·         ბიბლიოთეკების სიმცირე
·         ურემენტო და არაკომფორტული გარემო
·         ანტისანიტარია და ჰიგიენური ნორმების არ არსებობა
·         თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის არარსებობა/არავალიდურობა
მოუწოდებს განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებული მუშაობით აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა და ასევე გაეროს განვითარებულმა წევრმა სახელმწიფოებმა დახმარება გაუწიონ განვითარებად ქვეყნებს.
4. ყურადღებას ამხვილებს წევრი სახელმწიფოების საგანმანათებლო დაწესებულებებში არავალიდური სამედიცინო სისტემაზე, მედიკამენტებების სიმცირეზე და ექიმების არაკვალიფიციურობაზე.
მოუწოდებს განათლების სამინისტროსა და ჯანდცვის სამინისტროს ერთად კოლობორაციული მუშაობით მოახდინონ ამ პრობლემის აღმოფხვრა.
5. აღშფოთებულია რა, რიგ სახელმწიფოებში შ.შ.მ და ს.ს.ს.მ. პირებისათვის შეუსაბამო გარემოთი, რაც გამოიხატება შემდეგში
·         პანდუსების სიმცირე ან არარსებობა
·         ინკლუზიური ოთახების არ არსებობა
·         ამ საკითხში პედაგოგთა არაკვალიფიციურობა
საჭიროდ მიიჩნევს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ითანამშრომლონ საჭირო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროსთან, რათა ჩატარდეს პედაგოგთათვის ტრენინგები და მოხდეს სკოლების საჭირო ინვენტარებით მომარაგება.
6. მხედველობაში იღებს რა, არაჯანსაღი საკვებისა და მოუწესრიგებელი კვების ობიექტების არსებობას საგანმანათებლო დაწესებულებებში.
მოუწოდებს რა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მუდმივი კონტროლი განახორციელოს, რათა დაეხმაროს განათლების სამინისტროს ამ პრობლემის აღმოფხვრაში.
7. აღსანიშნავია რა, რიგ სახელმწიფოებში ფსიქოლოგის ინსტიტუტის გაუმართავობა ან არ არსებობა.
მოუწოდბს წევრ სახელმწიფოებს დანერგონ ფსიქოლოგის ინსტიტუტი ზოგად საგანმანათებლო დაწესებულებებში.
8. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირია მოსწავლეების მიერ ზოგად საგანმანათებლო დაწესებულებების ადრე დატოვება ან უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების სურვილის არ არსებობას საჭიროდ მიიჩნევს მოხდეს პროფ-სასწავლებლების განვითრება და დახვეწა.
9. ითვალისწინებს რა, მთელ რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში თვიმართველობის პასიურობასა ან არარსებობას.
მოუწოდებს აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელობის აპარატს გაატარონ დაწესებულებების პოლიტიკა და დაეხმარონ ფინანსურად თუ სხვა სახით თვითმართველობებს.
10. ყურადღებას ამახვილებს რა, რიგი სახელმწიფოების საგანმანათლებლო საჯარო სექტორში უსაფრთხოების დაუცველობას.
მოუწოდებს აღნიშნულ სახელმწიფოებს გამოიყენონ მეტალოდეტექტორები და მიიღონ დაცვის უსაფრთხო ზომები.
11. აღშფოთებულია რა, მოზარდებში გახშირებული ბულინგის შემთხვევებით.
მოუწოდებს განათლების სამინისტროებს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება დაწყებით საფეხურებზე სპეციალისტებისა და მასწავლებლების დახმარებით.
12. აღსანიშნავია რა, უმაღლეს საგანმაათლებლო დაწესებულებებში სტატუსის მოპოვებისათვის ძალიან მარტივი პროცესები და რიგ სახელმწიფოებში ავტორიზებულ/აკრედიტერებული დაწესებულებების სიმცირე.
მოუწოდებს გაამკაცრონ აღნიშნული პროცესი და კომპენდენტურად გაიარონ რეგულარული მონიტორინგი აწ უკვე ავტორიზირებულ/აკრიდიტერებულმა დაწესებულებებმა.
13. აღსანიშნავია რა, რიგ სახელმწიფოებში სქესობრივი განათლების არაინფორმირებულობა, რაც სამომავლოდ იწვევს მთელ რიგ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს მოზარდებში.
მოუწოდებს იმ ქვეყნებს, სადაც არ არსებობს მსგავსი პრაქტიკა, დანერგონ სქესობრივი განათლება როგორც საგანი.




Комментариев нет:

Отправить комментарий