უშიშროების კომიტეტის რეზოლუცია



 ცივი ომის დასრულების შემდგომ პერიოდში მსოფლიო პოლიტიკაში განვითარებულმა მოვლენებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს ტრადიციულ ღირებულებათა გადაფასების პროცესზე, რამაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი დაღი დაასვა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა პოლიტიკური გავლენისა და ეკონომიკური ძლიერების ზრდის პარალელურად ინტენსიურად მიმდინარეობს გლობალური მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ ძალთა ახალი გადანაწილება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებული რეალობების გათვალისწინებით, პლანეტის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად ვითარდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სამხედრო,ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის პროცესი. 21-ე საუკუნეში სახელმწიფოს უსაფრთხოების ცნება აღარ არის შემოფარგლული ერთი რომელიმე ცალკეული ქვეყნის საზღვრებით. თანამედროვე პერიოდში ამა თუ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოება და სტაბილურობა დიდწილადაა დამოკიდებული რეგიონალურ და გლობალურ დონეზე განვითარებულ პროცესებზე. აქედან გამომდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებსაც გარე სამყაროს ზუსტი აღქმისა და მასთან დაკავშირების უნარი გააჩნიათ. მართალია, ბირთვული იარაღი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მხოლოდ ორჯერ იქნა 1945 წლის აგვისტოში, გამოყენებული, ბირთვული ომის აჩრდილი მაინც კაცობრიობას 1945 წლიდან 90-იან წლებამდე თავს დასტრიალებდა და მისი საშიშროება აღმოფხვრილი არც ამჟამად არის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ათობით საერთაშორისო კონფლიქტი, ისეთებიც კი, რომლებშიც უშუალოდ იყო ჩათრეული ბირთვული იარაღის მფლობელი ესა სუ ის სახელმწიფო (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი), ამ საშინელი იარაღის გამოყენების გარეშე წარიმართა. ბევრი ექსპერტის აზრით, სწორედ ბირთვული იარაღის არსებობას უნდა უმადლოდეს კაცობრიობა იმას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო მასშტაბის ომი დედამიწაზე არ მომხდარა. “ცივ ომს” ამის გამო “ხანგრძლივი მშვიდობაც” კი უწოდეს. მართალია, ბირთვული იარაღის არსებობის პირობებში მრავალი ლოკალური და რეგიონული ომი მოხდა, ამ იარაღმა გარკვეული და, ალბათ, მნიშვნელოვანი დაღი დაასვა მთელ საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო ურთიერთობებს, სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიას. მან მკვეთრად გაზარდა არა მხოლოდ პოტენციური აგრესორის სამხედრო ძლიერება, შესაძლებლობები, არამედ ასევე მკვეთრად გაზარდა მისი შეკავების შესაძლებლობებიც. სწორედ “ბირთვული შეკავება” აღმოჩნდა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც დიდი ომის შესაძლებლობა შესამჩნევად შეამცირა.მსოფლიოში ცხრა ბირთვული ქვეყანა არსებობს: გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი,რუსეთი, ისრაელი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა.კიმის რეჟიმმა ატომური ტექნოლოგია პირველად 1950-იან წლებში, საბჭოთა კავშირისგან მიიღო. 1985 წელს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთდა, რომელიც ქვეყნებს ატომური იარაღის წარმოებას უკრძალავს, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ იონბიონში ბირთვული საწარმო ამუშავდა. 2003-ში კი ქვეყანა აღნიშნულ შეთანხმებას საერთოდ გამოეთიშა.46-წლიანი მმართველობის შემდეგ, კიმ ირ სენი 1994 წელს გარდაიცვალა, ძალაუფლება კი დაუყოვნებლივ მისმა შვილმა, კიმ ჩენ ირმა გადაიბარა. მან პირველად ჩაატარა ბირთვული ტესტი 2006 წელს.კიმების დინასტია მიიჩნევს, რომ მათი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთადერთი გარანტია ბირთვული იარაღია. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ შეიჭრა აშშ ერაყში, რადგან ფიქრობდა, რომ სადამ ჰუსეინს შესაძლოა ატომური ბომბი ჰქონდა. ჩრდილოეთ კორეა აკვირდებოდა ლიბიის დიქტატორის, მუამარ კადაფის მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რის შედეგადაც მან ბირთვული პროგრამა შეწყვიტა. კიმების დინასტიას მათი ბედის გაზიარება არ სურს.ამასთან, პენტაგონი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეას ატომური ბომბის ბალისტიკურ რაკეტაზე მიმაგრების პრობლემა აქვს. მათ არსენალში უკვე არსებული რაკეტები პატარაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უზარმაზარი ატომური ბომბის გადაზიდვა არ შეუძლიათ. ამას კი მომდევნო საკითხამდე მივყავართ. ბირთვული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ შემუშავებული სამუშაო დოკუმენტი არის სარეკომენდაციო ხასიათის.ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდამოგიწოდოთ თუ როგორი გლობალური კატასტროფაშეიძლება გამოიწვიოს ბირთვული იარაღის გამოყენებამ. რასაც შეიძლება მოყვების ბიომრალფეროვნებისა და ზოგადად კაცობრიობის განდაგურება. მივამრთავთ სახელმწიფოებს შეწყდეს ბირთვული იარაღით მანიპულიერება...




წუხს რა, ეკოლოგიური პრობლემების არსებობის შესახებ, რომელიც მეტწილად არის გამოწვეული ჩრდილოეთ კორეის არაკონტროლირებადი ბირთვული ცდების მიერ. ითვალისწინებს რა, რიგ ქვეყნების დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ და მოუწოდებს რიგ ორგანიზაციებს გააძლიერონ კონტროლირება ბირთვული იარაღის ცდების მიმართ. მხედველობაში იღებს რა, წყალბადური იარაღის მიმართ ინტერესის გაზრდას და მისგან მომავალ საფრთხეს. მოუწოდებს რა, რიგ ქვეყნებს შეამცირონ დაინტერესება წყალბადური იარაღის მიმართ. აღშფოთებულია რა, შავი ბაზრის მასშტაბების ზრდით და მისგან გამოწვეულ პრობლემებით, როგორებიცაა ბირთვული იარაღის მატერიალების არაკანონიერად შეძენა და მის გამო არალეგიტიმური ქვეყნების რაოდენობის ზრდა. აღსანიშნავია რა, შესაბამისი ანტისარაკეტო სისტემის არ არსებობის შემთხვევაში არაეფექტურობა, რაც თავის მხრივ იწვევს ერთიანი პოლიტიკის არ არსებობას. მოვუწოდებთ რა, გაეროს რიგ წევრ ქვეყნებს კოორდინირებული მოქმედებით დაიწყონ შესაბამისი ანტისარაკეტო სისტემის დანერგვა. საჭიროდ მიიჩნევს რა, წევრმა ქვეყნებმა გამოიჩინონ კოორდინირებული მოქმედების სურვილი და აწარმოონ დიპლომატიური ურთიერთობები, რაც ხელს შეუწყობს ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას.
შესამჩნევია რა, ბირთვული იარაღის შენახვის/გამოყენების/წარმოების შეუსაბამობა სტანდარტებთან მოვუწოდებთ, რიგ ქვეყნებს გაითვალისწინონ საერთაშორისო ატომური ენერგიის მიერ დამტკიცებული სტანდარტები



Комментариев нет:

Отправить комментарий