ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის რეზოლუცია


ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის რეზოლუცია
შშმ პირები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაჯგუფებას (მსოფლიოს 15%)  წარმოადგენს რომლებიც საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან ყოველდღიურად სხვადასხვა წნეხისა და დისკრიმინაციის ქვეშ ექცევიან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.
2006 წლის დეკემბერში მიღებული იქნა გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (UNCRPD), რომელიც 21-საუკუნის პირველი ყოვლისმომცველი ადამიანის უფლებების ხელშეკრულებაა ამ სფეროში. უმნიშვნელოვანესია UNCRPD-ის როლი, ვინაიდან, მისი შინაარსი სრულად ცვლის შმშ პირებთან დაკავშირებით აქამდე არსებულ დამკვიდრებულ მიდგომებსა და ხედვებს. კონვენციას 2013 წლის მონაცემებით ჰყავს 158 ხელმომწერი და 136 მონაწილე სახელმწიფო. მისი შესრულების მონიტორინგს აწარმოებს შშმ უფლებების კომიტეტი, რომლის კომპეტენციაც სახელმწიფოებზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი შუერთდებიან კონვენციის დამატებით ოქმს.
გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი

·          ყურადღებას ამახვილებს , ცნობიერების დაბალ დონეზე განვითრებად ქვეყნებში, რაც იწვევს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას შშმ პირთა მიმართ.     
·         მოუწოდებს ქვეყნებს , რომ გააქტიურონ არასამთავრობო ორგანიზაიები და ხელი შუწყონ არაფორმალური განათლების პოპულარიზაციაში. გატარდეს რეფორმები, რომელიც გულისხმობს საჯარო ლექციების , ტრენინგებისა და ღონისძიებების ჩატარებას.
ყურადღებას ამახვილებს რა , შშმ პირების არაინფორმირებულობაზე საკუთარი უფლებების შესახებ.
·         მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც ემსახურებიან შშმ პირებში ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.
აღშფოთებულია რა , რიგ ქვეყნებში შშმ პირებისთვის არსებული არაადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და საგზაო სატრანსპორტო საშუალებების გამო.
·         საშიროდ მიიჩნევს თავისუფალი გადაადგილებისთვის უზრუნველყოს საფეხმავლო ბილიკები, ხმოვანი შუქნიშნები, პანდუსები , ლიფტები და სხვა.
·         გატარდეს კანონმდებლობაში ისეთი ნორმები, რომლებიც სამშენებლო კომპანიებს ადაპტირებული შენობების აშენებას დაავალდებულებს.
აღსანიშნავია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობა. მათ შორის მედპუნქტების არ არსებობა, არაკვალიფციური კადრები , გაუმართავი ინვენტარი.
·         მოითხოვს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ქვეყნებმა უზრუნველყონ კადრების მუდმივი გადამზადება და ინვენტარის განახლება.
ითვალისწინებს, რიგ ქვეყნებში შშმ პირების განათლების აუცილებლობას . დისკრიმინაციულად მიიჩნევს მათთვის ცალკე სკოლების არსებობას. მხედველობაში იღებს
·         ინკლუზიური განათლების დანერგვას;
·         სასწავლებელში სპეციალიზირებული მასწავლებლების დანიშვნას, რომლებიც უზრუნველყოფენ შშმ პირთა საჭიროებებს;
·         ცაკლე სკოლების არსებობას არა შშმ , არამედ სსსმ პირებისთვის.
მხედველობაში იღებს, შშმ პირების დასაქმების სირთულეებს. რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოებს
·         მიიღონ შრომით მოწყობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ადგენს სავალდებულო კვოტას შშმ პირთა დასაქმებისთვის.
·         განლაგებული იქნას ცენტრები, რომლებიც გაეცნობიან ინფორმაციას შშმ პირთა კვალიფიკაციისა და შესაძლებლობებზე, რის საფუძველზეც რეკომენდაციას გაუწევენ და ხელს შეუწყობენ მათ დასაქმებას საჯარო დაწესებულებებში.
უკმაყოფილოა რა, ქვეყნებში მონიტორინგის პრობლების არსებობით.
·         მიზანშეწონილად მიიჩნევს მონიტორინგის სამსახურის ეფექტურობის გაზრდას , საჭიროების შემთხვევაში გარკვეული მექანიზმის შემუშავებით.
შეშფოთებულია , იმ გარემოებით, რომ არსებობენ რიგი ქვეყნები, სადაც ეროვნული  კანონმდებლობით ირღვევა შშმ პირების ძირითადი უფლებები .
·         რეკომენდაციას უწევს ზემოთ ხსენებულ ქვეყნებს გაამახვილონ ყურადღება აღნიშნულ ხარვეზებზე, კერძოდ საერთაშრისო სამართალთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სამართლებრივი ნორმები.

Комментариев нет:

Отправить комментарий